"გუშინ მთელი ერი გააუპატიურეს, თავს ვგრძნობ აყროლებულად" - "ქართული მარშის" მხარდამჭერი

ეს პერსონა

"გუშინ აშკარად მთელი ერი გააუპატიურეს. ამას ხელს უწყობდა პოლიცია, თავზე ფუნა მადევს და თავს ვგრძნობ აყროლებულად, მომაყენეს შეურაცხყოფა და განვიცდი ამ ტკივილებს," -  "ქართული მარშის" მხარდამჭერი, კოსტავას გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

 

0
0
1
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top