გივი სიხარულიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს - ვიდეო

ეს პერსონა

"თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის" წინ გივი სიხარულიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

1988-2006 წლებში გივი სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლ "თბილისის" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმეისტერი იყო. იგი არის საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. 70 წლის იუბილეზე, მას მიენიჭა რაინდის წოდება, ქორეოგრაფიაში გაწეული ღვაწლისათვის.

1972 წლიდან გივი სიხარულიძე მონაწილეობდა არაერთ წარმატებულ ფილმში, როგორებიცაა: "გასეირნება" (1972) - რეჟ. ზურაბ თუთბერიძე; "ჭიდაობას რა უნდა" (1988) - რეჟ. მიხეილ ჭიაურელი; "ტურანდოტი" (1989) - რეჟ. ოთარ შამათავა; "ენკი-ბენკი" (2002) (ასევე არის ფილმის მთავარი პროდიუსერი) - რეჟ. გუგული მგელაძე; "აგვისტოს ხუთი დღე" (2011) (აშშ) - რეჟ. რენი ჰარლინი. მან შეასრულა ერთერთი მათავარი როლი ფილმში "უძინართა მზე" (1992) – რეჟ. თემურ ბაბლუანი. ფილმმა მოიპოვა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის "ვერცხლის დათვი", მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის "ნიკა", სოჭის კინოფესტივალის "გრანპრი" და საქართველოს საერთაშორისო კინო-ფესტივალის "ოქროს არწივი". მან ასევე მიიღო მონაწილეობა ქართულ/ფრანგულ ფილმში "მემკვიდრეობა" (2006) - რეჟ. თემურ ბაბლუანი, გელა ბაბლუანი. ფილმმა 2007 წელს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. მას ასევე შესრულებული აქვს მთავარი როლი ქართულ მრავალსერიან სატელევიზიო ფილმში "ცხელი ძაღლი" (2003).

როგორც რეჟისორს, გივი სიხარულიძეს საკუთარი სცენარის მიხედვით გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: "ძია სკრიპკა"; "უვაჟაემი"; "ქუჩის დედოფალი" (ბათუმის მესამე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი); "გათოშილი ბეღურები" (მთავარი როლის შემსრულებელ ირინკა წერეთელს მოპოვებული აქვს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი ბავშვის როლის საუკეთესო შესრულებისათვის).

2014 წელს გივიმ შვილთან, ბექა სიხარულიძესთან ერთად, საკუთარი ნოველის, "ბაბუს მევალის" მიხედვით დაწერეს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის, რომელიც ამავე წელს გადაიღო ბექა სიხარულიძემ. ფილმმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწია და გახდა შვიდი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი. მოკლემტრაჟიანი ფილმი ასევე შეიძინა სატელევიზიო კომპანია "Eurochannel"-მა 2 წლის ვადით, რომლის მეშვეობითაც, ფილმი ნაჩვენები იქნა მსოფლიოს 86 ქვეყანაში.

გივი სიხარულიძე არის რომან "იამურის" ავტორი. ასევე გამოცემული აქვს საკუთარი ნოველებისა და ლექსების 17 წიგნი. 2005 წელს, მისი ნოველების კრებული "აწყვეტილი სიცოცხლე - ის+მე” დაჯილდოვდა ნიკო ლორთქიფანიძის პრემიით

2013 წელს გივი სიხარულიძემ შექმნა სრულიად ახალი ლიტერატურული ჟანრი, მოგონებები ნოველებად. ამ მიმართულებით მან გამოსცა წიგნები მსოფლიო საოპერო ვარვსკვლავებზე, ლადო ათანელზე და ალეკო ხომერიკზე. ასევე, აჭარის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარ ბალეტმეისტერზე, თემურ ბიბილეიშვილზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსზე, შოთა ჯაფარიძზე და მსოფლიოში განთქმულ საოპერო და საბალეტო თეატრების მხატვარზე, მურაზ მურვანიძეზე.

1980 წლიდან მისი შემოქმედება მსოფლიოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში იბეჭდება. აქედან რვა მოთხრობა ქართული პროზის ანთოლოგიაშია შესული. მისი მრავალი ნაწარმოები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, უკრაინულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მან შექმნა ახალი ჟანრი ქართულ მწერლობაში - "თბილისური ნოველები".

გივი სიხარულიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი.

2006 წელს, იგი იყო საერთაშორისო მწერალთა კავშირის განხილვის კომიტეტის არჩეული წევრი რუსეთში, ქალაქ მოსკოვში.

იგი არის საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ეროვნული აკადემიის არჩეული აკადემიკოსი.

გივი სიხარულიძე იყო ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" და მოსკოვის ლიტერატურული ჟურნალის "Дом Растов" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ასევე, გახლდათ ჟურნალ "ორბის" მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე.

2014 წელს, მას მიენიჭა ქალაქ ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

2015 წელს, გივი მიწვეულ იქნა ჟიურის საპატიო წევრად "ამურის შემოდგომის" მე-13 კინოსა და თეატრის ფესტივალზე.

გივი სიხარულიძე არის საქართველოს დამსახურებული არტისტი და დაჯილდოვებულია საქართველოს ღირსების ორდენით.

გაზეთ "ახალი ვერსიის" სოციოლოგიურმა სამსახურმა, გივი სიხარულიძეს მიანიჭა "დედაქალაქის კოლორიტის" წოდება.

იგი არის ჩოგბურთელი და მთისა და წყლის მოთხილამურე.

 ჰყავს ორი შვილი, ჯაბა და ბექა სიხარულიძეები და ექვსი შვილისშვილი.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top