სალომე ზურაბიშვილი: გერმანიამ გვიჩვენა, რომ ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინის კედლის დაცემიდან 30-ე წლისთავს სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოეხმაურა.
„გერმანიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია. დღეს ჩვენი კედელი მავთულხლართებია საოკუპაციო ხაზზე, სიძულვილის ენა, შეუწყნარებლობა. ამის მოშლა ჩვენზეა დამოკიდებული. გუშინ ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი აღინიშნა“, – დაწერა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top