გაერო უარყოფს ინფორმაციას, რომ ნინო სუხიშვილს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება შეუჩერდა

ეს პერსონა

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ უარყო  ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება შეუჩერდა.
„საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას არ შეუჩერებია ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა. 
თითოეული კეთილი ნების ელჩისგან  გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და  მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას.
გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას  ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება  ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.
თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება  დროებით და  ელჩები ექვემდებარებიან როტაციას“, - წერია განცხადებაში.
 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top