ბოლივიაში ქალაქის მერი წითლად შეღებეს და თანამდებობის დატოვება აიძულეს - ვიდეო

ეს პერსონა

ბოლივიის ერთ-ერთი ქალაქის მერს გაბრაზებული ხალხი თავს დაესხა. იგი წითელი საღებავით შეღებეს და ქუჩაში ფეხშიშველი ატარეს. ასევე, მას გადადგომის წერილზე ხელი იძულებით მოაწერინეს.

"ბოლივია არის თავისუფალი. მე არ გავჩუმდები. თუ მათ ჩემი მოკვლა სურთ, მომკლან.  ცვლილებების პროცესისთვის ჩემს ცხოვრებას დავთმობ" - განაცხადა წითლად შეღებილმა მერმა მედიასთან.

ბოლივიაში ადგილობრივები ევო მორალესის გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ. ქალაქის მერი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, არის აღნიშნული სოციალური პარტიის წევრი. მორალესი 14 წელია ბოლივიას მართავს, ხოლო 24 ოქტომბერს მან საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top