აზერბაიჯანს 2020 წელს Blockchain-ზე დაფუძნებული ID სისტემა ექნება

ეს პერსონა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული საიდენტიფიკაციო სისტემის პროექტის დასრულებას 2019 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების დირექტორის, ფარიდ ოსმანოვის განცხადებით ახალი სისტემა 2020 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება.

ოსმანოვი პროექტზე საუბრის დრო ხაზს უსვამს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და ოპერაციული სისტემების დისტანციურად მართვას. მისივე თქმით, საწყის ეტაპზე დისტანციური ანგარიშები იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის გაიხსნება. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი დასკვნით ეტაპზე მიზნად ისახავს სხვა საბანკო სერვისების ჩართვასა და ფონდის მონიტორინგის სისტემების ავტომატიზაციას, რომლებიც ხელს უშლიან ტერორიზმის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top