ავსტრალიაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან და ხელისუფლება სიტუაციის გაუარესებას ელის

ეს პერსონა

ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულია 3 ადამიანი, ხოლო განადგურებულია 150-ზე მეტი სახლი. ათასობით ადამიანს კი საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია. 

ბოლო ინფორმაციით, ხანძრის 100-ზე მეტი კერა არსებობს და 1300-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.

ქვეყნის მთავრობა მოსალოდნელ შედეგებზე საუბარობს და ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში სიტუაცია შესაძლოა გაუარესდეს. აღნიშნული განცხადების საფუძველი სამშაბათს დაანონსებული ამინდის პროგნოზია. ცხელი და ქარიანი ამინდი ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს, ხოლო სამშაბათს ტემპერატურის გაზრდას 34 გრადუსამდე ელიან.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძარი ბოლოს 2009 წელს იყო, სადაც 180 ადამიანი დაიღუპა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top