წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვები იწყება

ეს პერსონა

ბალნეოლოგიური კურორტის, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა დღეს დაიწყება. პირველი შეხვედრა თბილისში, სასტუმრო "რედისონში“ არის ჩანიშნული და მას 3 მინისტრი, ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი დაესწრებიან. 

საჯარო განხილვაზე ასევე მიწვეულები არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციას ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით განახორციელებს, ამის შესახებ მან 2 კვირის წინ განაცხადა.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top