ბოლივიის პრეზიდენტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა

ეს პერსონა

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ქვეყანა დატოვა.
მორალესი ბოლივიას დაახლოებით 14 წლის განმავლობაში მართავდა.
გუშინ მორალესმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავდა.
 ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, სწორედ მორალესმა გაიმარჯვა.  ამას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top