ვიდეო, რომელიც შაქრო კალაშოვის დაჭერის საფუძველი გახდა - სისხლიანი დაპირისპირების უცნობი დეტალები

ეს პერსონა

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 2015 წელს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებაა ასახული. მომხდარი სროლის შემდეგ "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი, იგივე "შაქრო მალადოი", დააპატიმრეს.

სროლის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და დაიჭრა 3. 

ინციდენტს წინ უძღოდა კონფლიქტი რესტორან Elements-ის მეპატრონე ჟანა კიმსა და დიზაინერ ფატიმა მისკოვას შორის. კიმს "კანონიერი ქურდის" ზაქარია კალაშოვის თანამზრახველები ფულს სძალავდნენ. სწორედ რესტორნის მეპატრონე ქალს წარმოადგენდა გადამდგარი პოლკოვნიკი ბუდანცევი მოლაპარაკებაზე, რა დროსაც კონფლიქტი სროლაში გადაიზარდა. სწორედ ბუდანცევმა ჩაცხრილა შაქრო კალაშოვის მიგზავნილები: რომანოვი და კოჩუიკოვი. ამ საქმეზე დაკავებულებს 2017 წელს საბოლოო ბრალდებები წაუყენეს. ამავე ბრალდებით 2016 წელს დააკავეს შაქრო კალაშოვიც.

 

1
1
1
2
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top