ესპანეთში გამართულ არჩევნებზე მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა უცნობია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას

ეს პერსონა

ესპანეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. ამის მიუხედავად, მიღებული ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
არჩევნებზე მეორე ადგილი კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“ დაიკავა, ხოლო მესამეზე ულტრამემარჯვენეების პარტია „Vox“ აღმოჩნდა.
შედეგების მიხედვით, სოციალისტურმა პარტიამ პარლამენტში 350 ადგილიდან 120 დაიკავა, სახალხო პარტიამ - 88, ხოლო ულტრამემარჯვენეებმა - 52.
ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს ქვეყანაში ჩატარებული მეოთხე  არჩევნებია. ცნობისთვის, 28 აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალსიტურმა პარტიამ მოიგო, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ხელახალი არცევნების ჩატარება გახდა საჭირო.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top