მასშტაბური ავარია გერმანიაში - უამინდობის გამო ერთმანეთს 18 მანქანა შეეჯახა - ვიდეო

ეს პერსონა

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, ბავარიის ოლქ ქვემო ფრანკონიაში 18 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მასშტაბური ავარიის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, იუწყება „რადიო ბავარია“.
ლიპყინულისა და ნისლის გამო A7-ის ტრასაზე პიკაპის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და საგზაო ბარიერს შეეჯახა. სხვა მანქანის მძღოლებმა უამინდობის გამო ვერ მოახერხეს, დროზე  დამუხრუჭებინათ და ერთმანეთს შეეჯახნენ, მათ შორისაა სამი სახანძრო და 2 პოლიციის მანქანა.
პიკაპის მძღოლი არ დაშავებულა, თუმცა 29 დაზარალებულიდან 4-ს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.
 ავარიის გამო ტრასა დროებით გადაიკეტა. 
 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top