საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

ეს პერსონა

27 ნოემბრიდან, საქართველო, 6 თვით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იმართება. 

საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი. გენერალური მდივნის რანგში, ეს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია.

ვიზიტის ფარგლებში, გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქრთველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქრთველო გახდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. 27 ნოემბერს, თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top