ჰონგ-კონგში, მა ონ შანის მეტროსადგურთან ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებმა აალებადი სითხე შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს კაცს, რომელიც მათ წინააღმდეგ გამოვიდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს უიარაღო მამაკაცი, რომელიც პროტესტის მონაწილეებს აგინებს, მერე კი უყვირის „თქვენ ყველა ჩინელები არ ხართ“. შემდგომ პირი, რომელიც კამერაში არ ჩანს, მას აალებად სითხეს ასხამს, შემდგომ კი ცეცხლს უკიდებს.
Black-clad rioters in Hong Kong set a resident who disagree with them on fire. The victim has been sent to the hospital. #香港 #HongKong pic.twitter.com/hl56V6azXl
— China Daily (@ChinaDaily) November 11, 2019
უცნობია, ცეცხლი როგორ ჩააქრეს. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მამაკაცი შოკირებული დგას. მას ცეცხლი აღარ უკიდია და მაისური აღარ აცვია. მის ზედატანს კი დამწვრობის კვალი ეტყობა.
დაშავებული მამაკაცი უელსის პრინცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
ჰონგ-კონგის პოლიციის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ჰონგ-კონგში საპროტესტი აქციები რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. თავდაპიურველად მოსახლეობის უკმაყოფილება საექსტრადიციო კანონმა გამოიწვია. წარმიოდგენილი პროექტი ითვალისწინებდა აღმასრულებელი ხელისუფლებიოს გადაწყვეტილებით ბრალდებულის გადაცემას ნებისმიერი იურისდიქციისთვის, რომელთანაც არ აქვს ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება, მათ შორის ჩინეთისთვის.
მოსახლეობის პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ კანონი პარლამენტიდან გაიწვია. ამჟამად მოქალაქეები ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.
A man who confronted a group of pro-democracy protesters in Hong Kong was doused in a flammable liquid and set alight earlier this afternoon, as captured in a video circulated widely on social media https://t.co/gBCfiAN27K
— CNN International (@cnni) November 11, 2019