თბილისში, სასურსათო მაღაზიაში, ბრალდებულმა დაცვის სამსახურის თანამშრომელს გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა

ეს პერსონა

პროკურატურამ დაცვის სამსახურის თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე, ერთი პირი დამნაშავედ სცნო. საქმე ეხება 2018 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულმა დაცვის სამსახურის თანამშრომელს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში ი.ა.-ს და მაღაზიის გამყიდველ ე.ჟ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა. მაღაზიის გამყიდველმა დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. დაცვის თანამშრომლები ჟ.კ. და ლ.წ. დაძაბული სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ, მოუწოდეს ი.ა.-ს დაწყნარებულიყო და აგრესიული ქმედება შეეწყვიტა. აღნიშნულით განაწყენებულმა ი.ა.-მ შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, ჟ.კ. -ს დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. ლ.წ.-ს აქტიური მოქმედების შედეგად და იმის გამო, რომ დანა მკერდის ძვალმა შეაჩერა, ი.ა.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია განცხადებაში. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top