რუსეთში 63 წლის პროფესორმა ახალგაზრდა საყვარელი მოკლა და სხეული დაანაწევრა

ეს პერსონა

 რუსეთში ცნობილი ისტორიკოსი ოლეგ სოკოლოვი პოლიციამ  მაშინ გამოიჭირა, როცა ის ქალის დანაწევრებული სხეულის გადაყრას ცდილობდა. მამაკაცს ჩანთაში საკუთარი ახალგაზრდა  საყვარლის ხელები ედო.
გვამის მოშორების შემდეგ პროფესორი თავის მოკვლას  აპირებდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოკლული სოკოლოვის ყოფილი სტუდენტი, 24 წლის ანასტასია ეშჩენკო აღმოჩნდა. პროფესორმა დანაშაული აღიარა.
მყვინთავებმა მდინარე მოიკაში მიმდინარე საძიებო სამუშაოების შედეგად მოკლულის ფეხები აღმოაჩინეს. ქალის მოკვეთილი თავი 63 წლის სოკოლოვის ბინაში იპოვეს.
ეშჩენკოს ძმის, სერგეის თქმით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ქალმა სოკოლოვთან ჩხუბის შესახებ უამბო. ქალი მეგობრის დაბადების დღეზე აპირებდა წასვლას, თუმცა ეს პროფესორს არ მოეწონა და ქალს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ვთხოვდი, წასულიყო, მაგრამ მითხრა, რომ ჯერ ბინაში უნდა დაბრუნებულიყო, რადგან იქ ნივთები დარჩა. ის გეგმავდა ამის შემდეგ საერთო საცხოვრებელში დარჩენას“, - იხსენებს მოკლულის ძმა.
მისივე თქმით, პროფესორმა „ეჭვიანობისგან გააფრინა“.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top