ირმა ხეცურიანი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონია

ეს პერსონა

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე მეთოთხმეტე ოქროს მედალი მოიპოვა. არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ეტლით ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანი ჩემპიონი გახდა. 

View this post on Instagram

➡️ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე მეთოთხმეტე ოქროს მედალი მოიპოვა. ➡️ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ეტლით ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანი ჩემპიონი გახდა. ქართველმა პარასპორტსმენმა ჯერ ჯგუფური ეტაპი გადალახა, შემდეგ კი პლეი ოფში, ოლიმპიური სისტემით განაგრძო ტიტულისთვის ბრძოლა. ფინალის გზაზე ხეცურიანმა სამი მეტოქე დაამარცხა. მათ შორის, პარალიმპური თამაშების რამდენიმეგზის პრიზიორი, ტაილანდელი ჯანა სეისუნი, ანგარიშით 15:8. საჩემპიონო ბრძოლაში კი უკრაინელ ოლენა ფედოტას აჯობა - 15:10. ირმა ხეცურიანი მსოფლიოს თასის ოქროს მედალს მეთოთხმეტედ დაეუფლა. 📷- @mzika.s

A post shared by რადიო თავისუფლება (@tavisupleba) on

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top