"უკვე არსებობს გზები, რომლებითაც ქართველებს აშშ-ში ლეგალურად მუშაობა შეუძლიათ" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, ელიზაბეთ რუდი

ეს პერსონა

მოვუწოდებდი ყველას, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალური დასაქმების მიმართულებით, - ამის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ისაუბრა.

გარდა ამისა, ელიზაბეთ რუდი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნოს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამერიკას ელჩის სახით უკვე ჰყავს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი.

"ამერიკას ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამ დროისთვის ეს გახლავართ მე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. რა თქმა უნდა, როდესაც ახალი ელჩი დამტკიცდება, ის ჩამოვა საქართველოში და იქნება ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოში, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომებლიც დაკავშირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის საკითხთან, ჩვენ აქაც გვყავს სპეციალური უფროსი მრჩეველი სახელმწიფო დეპარტამენტში, ენდრიუ შოფერი, რომელიც ჩვენს დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელმძღვანელობს. ის ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებს", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

წყარო: palitravideo.ge
3
1
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top