დღეს დედამიწის მოსახლეობა იშვიათ ასტროლოგიურ მოვლენას იხილავს

ეს პერსონა

დღეს, 11 ნოემბერს მერკური მზესა და დედამიწას შორის ჩაივლის, რის ხილვასაც ჩვენი პლანეტიდან იქნება შესაძლებელი. ამ ასტროლოგიურ მოვლენას მერკურის ტრანზიტს უწოდებენ და ის საუკუნეში 13-ჯერ ხდება.
მერკური მზის ფონზე პატარა წერტილად გამოჩნდება. მისი ხილვა შესაძლებელი იქნება ტელესკოპის მეშვეობით, თუმცა ბევრი იქნება დამოკიდებული ღრუბლის საფარზე.
ტრანზიტი გრინვიჩის დროით 11:35 საათზე (თბილისის დროით - 15:35 საათზე) დაიწყება და მომდევნო 5.5. საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მერკურის შემდეგი ტრანზიტი მზესა და დედამიწას შორის 2032 წელს მოხდება.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top