მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო

ეს პერსონა

20-21 ივნისის ღამის მოვლენების საქმეზე, პროკურატურამ მაკო გომური და კიდევ ორი პირი დაზარალებულად სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური  პროკურატურა ავრცელებს.

"2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის  შესახებაც  საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top