დაკარგული ამერიკული წყალქვეშა გემი 75 წლის შემდეგ იაპონიის სანაპიროეებთან იპოვეს

ეს პერსონა

დაკარგული ამერიკული წყალქვეშა გემი 75 წლის შემდეგ იაპონიის სანაპიროებთან იპოვეს. მკვლევართა ჯგუფმა, Lost 52 Project  75 წლის წინ ჩაძირული წყალქვეშა გემი USS Grayback იპოვეს. პოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზამკვლევი სამხედრო წერილებში აღმოჩენილი შეცდომა გახდა. როგორც New York Times წერს, 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს  წყალქვეშა გემი Grayback მეათედ გაემგზავრა სამხედრო დავალების შესასრულებლად, მაგრამ უკან არ დაბრუნდა.

საომარ წერილებში დატანილი ინფორმაციის მიხედვით გემი 161-ე კილომეტრზე ჩაიძირა. თუმცა, მალევე აღმოაჩინეს, რომ ერთ ციფრში გაიპარა შეცდომა და მკვლევრები არასწორ ადგილზე ეძებდნენ მას.

2018 წლიდან განახლდა სამუშაოები და 2019 წლის ივნისში გემი იპოვეს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top