3 ყველაზე ექსტრემალური ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

ეს პერსონა

მსოფლიოში არის ადგილები, რომლებიც ყველაზე ექსტრემალურ ტურისტულ მიმართულებებად ითვლება. დღევანდელ მასალაში ჩვენ მოგიყვებით 3 მიმართულებაზე.

ჩრდილოეთ პოლუსის აღმომჩენი რობერტ პირი, 100 წლის წინ ნამდვილად, ვერ წარმოიდგენდა თუ ყოველგვარი საფრთხისა და დაბრკოლებების გარეშე შესაძლებელი იქნებოდა იქ მოხვედრა. დღეს ჩრდილოეთ პოლუსზე ტურისტულ ექსპედიციებს მარტივად აწყობენ. ნებისმიერ მსურველს სრულიად უსაფრთხო ვერტმფრენით, ყინულმჭრელით ან სპეციალურად მომზადებული ავტომობილებით მარტივად შეუძლია ჩრდილოეთ პოლისზე მოხვედრა. მსურველს ამ ექსტრემალური ტურისტული მიმართულებით წასვლა მინიმუმ 18 000 დოლარი დაუჯდება.

ხარებთან სირბილი პამპლონში - გართობის ეს სახეობა ნავარას რეგიონში ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოების “და ამოდის მზე” შემდეგ გადხა ცნობილი. ყოველ ზაფხულს პამპლონში ფესტივალი "სან-ფერმინი" იმართება, სადაც ადამიანები ხარებთან ერთად , ქალაქის ქუჩებში, ტრადიციულ სირბილს აწყობენ. ფესტივალი 9 დღე გრძლდება და ყოველჯერზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი სახიჩრდება ან კვდება. სან-ფერმინში მონაწილეობა უფასოა და მხოლოდ იქ ჩასასვლელი თანხების მობილიზება არის საჭირო.

გაფრენა კოსმოსში -  ერთ დროს წარმოუდგენელი და მხოლოდ ხუმრობების დროს გამოსაყენებელი ფრაზა დღეს, სრულიად რეალური გახდა. პირველი ადამიანი კოსმოსში ტურისტულად 2001 წელს გაფრინდა და 20 მლნ დოლარიც დაუჯდა. თუმცა, დღეს კოსმოსში მოხვედრა გაცილებით იაფი ჯდება. მომავალში რამდენიმე კერძო კომპანია კოსმოსში რეგულარული ტურისტული ფრენების განხორციელებას აპირებს და დაახლოებითი ღირებულება იქნება 200-250 ათასი დოლარი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top