ბოლივიიდან გაქცეულმა ექს-პრეზიდენტმა მექსიკაში თავშესაფარი მიიღო

ეს პერსონა

ბოლივიის ექს-პრეზიდენტმა ევო მორალესმა ქვეყნიდან გაცქცევის შემდეგ მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
როგორც მორალესმა ტვიტერზე დაწერა, მისთვის მტკივნეული აღმოჩნდა ბოლივიის დატოვება. ის დაპირდა, რომ აუცილებლად უფრო მეტი „ძალითა და ენერგიით“ დაბრუნდება.


მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა დაადასტურა, რომ მორალესმა მექსიკის სახელისუფლებო თვითფრინავით ჩამოფრინდა.
მორალესმა ბოლივია გუშინ დატოვა. ის ქვეყანას 14 წლის განმავლობაში მართავდა. მანამდე მორალესმა განაცხადა, რომ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავდა.
ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, სწორედ მორალესმა გაიმარჯვა.  ამას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top