გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ეს პერსონა

სოციალურ ქსელში 5 ნოემბერს, ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული შაკო ბარამიძის ოჯახის საგანგებო განცხადება ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ გარდაცვლილისთვის წესის აგების საკითხს მეუფე საბა წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავს.

"პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ შემდეგი:
გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის, მოლოდინში რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.
ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.
გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოფოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. პირველი
გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.
გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა."

შეგახსენებთ, რომ “ბიბლიური თავისუფლება” არის “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. აღნიშნულ დოკუმენტს კი 18-27 წლის ბიჭები, ძირითადად, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გარკვეული პერიოდით  თავის დასაღწევად იყენებენ.

 

0
0
1
6
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top