ნახეთ ოთხფეხა რობოტები, რომლებიც სერიალ „შავი სარკის“ მკვლელ-მანქანებს მოგაგონებთ

ეს პერსონა

აშშ-ში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც 9 ოთხფეხა რობოტია აღბეჭდილი. ისინი სასწავლებლის კამპუსში დახტიან და ფეხბურთს თამაშობენ. რობოტები ელექტრონულ მინი-ჰეპარდებს გვანან. თითოეული მათგანი 9 კილოგრამს იწონის და საათში 8 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს.
გამომგონებლების განცხადებით, რობოტები გამოყენება შესაძლებელი იქნება საგანგებო სიტუაციების დროს, თუმცა ამჟამად მათი შესწავლა მიმდინარეობს.


სოციალურ ქსელ ტვიტერზე ოთხფეხა რობოტები უკვე მიამგვანეს  სერიალ „შავი სარკის“ მკვლელ-მანქანებს. საუბარია მეოთხე სეზონის ეპიზოდ „Metalhead“-ზე, რომლის მოქმედება პოსტაპოკალიფტურ სამყაროში ვითარდება. მთავარი გმირი სწორედ ძაღლის ფორმის მანქანებს გაურბის, რომლებიც ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან.
 

„რობოტები მაგარია, მაგრამ „შავი სარკე“ მაქვს ნანახი და ვიცი, ამ პატარა ნაბიჭვრებს რა შეუძლიათ“.

„ღმერთო ჩემო. არავის არ აგონებს ეს „შავი სარკის“ ეპიზოდს?“

„ერთადერთი ვარ, ვინც ამ რობოტებს უყურებს და აღსასრულის მიახლოებას გრძნობს?“

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top