მსოფლიოში ჰოკეის ცნობილი ექსპერტი მიგრანტების კრიტიკის გამო დაითხოვეს

ეს პერსონა

კანადურმა ტელეარხმა Sportsnet-მა ჰოკეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპეციალისტი, 85 წლის დონ ჩერი მიგრანტების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გაათავისუფლა. არხის ხელმძღვანელის, ბარტ იაბსლის განმარტებით, „სპორტი ხალხს აერთიანებს და არ ჰყოფს“, მაგრამ ექსპერტმა ეს პრინციპი დაარღვია. მან ასევე მადლობა გადაუხადა ჩერის ჰოკეის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

უკმაყოფილება გამოიწვია ჩერის განცხადებამ, რომელშიც მან მიგრანტები გააკრიტიკა. ჰოკეის ექსპერტს არ მოეწონა, რომ მათ კანადელი ვეტერანების ხსოვნის დღის სიმბოლო - ყაყაჩოები არ ეკეთათ.

„თქვენ, ხალხი, რომელიც ჩვენთან ჩამოდის. თქვენ გიყვართ ჩვენი ცხოვრების წესი, გიყვართ ჩვენი რძე და თაფლი, ყოველ შემთხვევაში, შეგიძლიათ რამდენიმე დოლარის დახარჯვა ყაყაჩოში“, - განაცხადა ჰოკეის სპეციალისტმა გადაცემა Coach's Corner-ში.

აღნიშნულ კომენტარზე კანადის გაშუქების სტანდარტების საბჭომ უამრავი უკმაყოფილო გამოხმაურება მიიღო. მაყურებელთა ნაწილმა ჰოკეის ექსპერტის ნათქვამი ქსენოფობიურად შერაცხეს. სწორედ ამას მოჰყვა სპეციალისტის დათხოვნა.

დონ ჩერი მსოფლიოში ჰოკეის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სპეციალისტია. მას 1986 წლიდან მიჰყავდა რუბრიკა Coach's Corner, ხოლო 2015 წელს ჩერის კანადის დიდების დარბაზსი ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top