ისრაელის სამხედრო ძალებმა „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური მოკლა

ეს პერსონა

ისრაელის არმიამ პალესტინური სამხედრო დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური, 42 წლის ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლა.

ისრაელის თავდაცვითი ძალების ინფორმაციით, სწორედ ალ-ატა იყო პასუხისმგებელი ასობით ტერორისტულ თავდასხმაზე ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ.

ისრაელის სამხედროებმა იერიში საცხოვრებელი სახლის კონკრეტულ ბინაზე მიიტანეს, სადაც ალ-ატა იმყოფებოდა. ამის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. რამდენიმე მათგანი ისრაელის საჰაერო ზალებმა გაანეიტრალეს. მოჰყვა თუ არა ღაზას საპასუხო იერიშს მსხვერპლი, ჯერჯერობით უცნობია.

 

1
0
3
4
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top