"ამ მართლაც ჯოისტიკმა შეურაცხყოფა მიაყენა კიდევ ერთხელ საზოგადოებას" - დიმიტრი ხუნდაძე გიორგი გაბუნიაზე

ეს პერსონა

დღევანდელ სხდომაზე  ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პოლიტიკური განცხადებების დროს გიორგი გაბუნია ახსენა  და თქვა რომ "საზოგადოება ვერასოდეს მიეჩვევა მის ბილწსიტყვაობას".

"გახსოვთ ალბათ ღვისმშობელზე ფეხით შედგომა, რამდენიმე დღის წინ ამ მართლაც ჯოისტიკმა, შეურაცხყოფა მიაყენა კიდევ ერთხელ საზოგადოებას", — თქვა ხუნდაძემ გიორგი გაბუნიაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მღვდელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ "წლების წინ სასულიერო პირმა მისი ერთი ადგილი ჯოისტიკივით დაიჭირა".

ქართული ოცნების დეპუტატი ეკლესიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას და აცხადებს, რომ ისინი 16 წელია ებრძვიან "საზოგადოების ფუნდამენტურ საყრდენს".

"გახსოვთ, ალბათ, ეკლესიებზე სატვირთოებით განხორციელებული შეტევა. თავისუფლების ინსტიტუტისა და ბოიკერიას ყოველდღიური დისკრედიტაცია ეკლესიისა. ახალაიების პირადი მძღვარის, კარის მოძღვრის პეტრეს პატრიარქზე გალაშქრება. მას მიხეილ სააკაშვილი ღირსეულ კაცად აღიარებს. თქვენ არ ინდობთ არც საეკლესიო კაბას, არ ინდობთ ჩოხას და სულში აფურთხებთ საზოგადოებას... ის შეცდომა, რაც დაუშვით კოჰაბიტაციის, ამას უნდა ჰქონდეს დასასრული", — ამბობს ხუნდაძე.

 

2
3
0
2
7
კომენტარები
ეს პერსონა
Top