პოლონეთმა Netflix ისტორიის გადაწერაში დაადანაშაულა

ეს პერსონა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ მოუწოდა Netflix-ს, შეიტანოს ცვლილებები დოკუმენტურ სერიალში, რომელიც ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებს ეხება. პოლონურ მხარეს არ მოსწონს, რომ სურათში „ეშმაკი მეზობლად“ გამოყენებულია პოლონეთის რუკა, რომელშიც გამოსახულია საკონცენტრაციო ბანაკების მდებარეობა ქვეყნის თანამედროვე საზღვრებში.

მორავეცკიმ Netflix ისტორიის გადაწერაში დაადანაშაულა. მისი აზრით, გამოყენებული რუკა იმაზე მიუთითებს, რომ პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, შესაბამისად, პასუხს აგებს საკონცენტრაციო ბანაკების არსებობის გამო.

Netflix-მა პოლონური მხარის თხოვნის საფუძველზე საკითხის შესწავლა დაიწყო.

ცნობისთვის, 2018 წელს პოლონეთმა საკანონმდებლო დონეზე აკრძალა ფრაზის „პოლონური სიკვდილის ბანაკების“ გამოყენება. ასევე სასჯელი დააწესა საჯარო განცხადებებისთვის, რომლებშიც ებრაელთა მკვლელობაში პოლონელების თანამონაწილეობა იქნება ნახსენები.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top