მერაბ ბლადაძემ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

ეს პერსონა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მერაბ ბლადაძემ „პარტიოტთა ალიანსი“ დატოვა. როგორც ბლადაძემ სპეციალურ ბრიფიგზე განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. მისი განმარტებით,  პარტიის დატოვების მიზეზი ლიდერებთან ხედვების შეუთავსებლობაა. მისვე თქმით, უთანხმოება ძირითადად აჭარის რეგიონში საკადრო საკითხს ეხებოდა.

"ხედვები აჭარას ეხებოდა. ვთვლი, რომ ახალგაზრდები პარტიაში უნდა იყვნენ, ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საკმარისი რაოდენობით არიან. ასევე, მიუღებელია რომ რეგიონულ ორგანიზაციას თბილისელი ხელმძღვანელობს. პარტიის ლიდერებისთვის ჩემი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის“, - განაცხადა ბლადაძემ. 

 

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top