ძიძიგური სამადაშვილს: მე რომ თქვენ სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ?

ეს პერსონა

მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ? - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს სალომე სამადაშვილს, მას შემდეგ რაც სამადაშვილმა "ოცნების" წევრები ბიძინა ივანიშვილის გოშიებად მოიხსენია. ძიძიგურის განცხადებით, ყველა პარლამენტის წევრი ვალდებულია, რომ გარკვეულ "პოლიტიკურ სტანდარტებს იცავდეს".

„ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე , რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? ასეთი მიმართვა კოლეგასთან შეიძლება? პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ არ დასრულდება, ყველამ გავითვალისწინოთ, ის რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ ამის ვალდებულება ყველას გვაქვს“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top