თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია - დაკარგულია კვიციანის ძმისშვილიც

ეს პერსონა

თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ  მოკლული ნ.ც. "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია. დეპუტატის ძმისშვილი, ბექა კვიციანი მოკლულის ბავშვის ნათლიაა. საყურადღებოა, რომ დაკარგულია ბექა კვიციანიც. ინფორმაციას ადასტურებს, დეპუტატი ემზარ კვიციანი. 

ცნობისთვის, დღეს თბილისის ზღვაზე, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

 

 

 

0
0
1
5
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top