"პეტრე ცაავას რეციდივი არ იყო მხოლოდ შტურმი ეკლესიაზე" - ზვიად ძიძიგური

ეს პერსონა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ძიძიგური პეტრე ცაავას განცხადებებზე საუბრობს და მიუთითებს, რომ ეს განცხადებები და საპატრიარქოს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ოპოზიციის ნაწილს ხელს აძლევს. 

"პეტრე ცაავას რეციდივი არ იყო მხოლოდ შტურმი ეკლესიაზე. ბევრი თავდასხმა ვნახე საქართველოს ეკლესიაზე, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიებისგან. ერთი პარტიის განცხადებით,  რომელი სასულიერო პირების ნაწილიც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს მათზე ზეწოლა იყო,  არარაობა და ფარისევლები არიან.  მეორე ნაწილმა ოპოზიციისა განაცხადა, რომ საპატრიარქო ძირითადად კაგებეს აგენტურაა და მათი უმრავლესობა არიან "კაგებეშნიკები", ასრულებენ პუტინის დავალებებს და მე გეტყვით, რომ ასეთი ტიპის შტურმი და შეტევა, მხოლოდ პეტრე ცაავას რეციდივი არ ყოფილა. ეს გრძელდება დღესაც და მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საპატრიარქოს - მისი ერთიანობა მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად.

ძიძიგური მეუფე იაკობის განცხადებებზე  საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასაც გამოეხმაურა.

"მეუფე იაკობის თემა ოპოზიციამ რომ ჩათვალა, ესაა მსუყე თემა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ითხოვენ, მე მინდა ცალსახად განვაცხადო: ის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ,სალომე სამადაშვილი დაკითხავს პარლამენტში, თურმე  მეუფე იაკობს, შეიძლება პატრიარქის დაკითხვაც მოინდომოს, მთავრობის წევრებს და ა.შ. - ეს არ არის მხარდაჭერა საპატრიარქოსი, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ეს არის პირიქით კიდევ უფრო გაგრძელება პოლიტიკური აჟიოტაჟის საპატრიარქოს ირგვლივ, რაც ხელს აძლევს რა თქმა უნდა პოლიტიკურ ოპოზიციას", - განაცხადა ძიძიგურმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top