ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი-ღაზას ბრძოლა შესაძლოა, გახანგრძლივდეს

ეს პერსონა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის მოკვლის გამო, ისრაელი-ღაზას ბრძოლა, შესაძლოა, გახანგძლივდეს.
„ისრაელი ესკალაციით დაინტერესებული არაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ  ჩვენი თავის დასაცავად. ამას, შესაძლოა, დრო დასჭირდეს. ახლა რაც გვჭირდება, ესაა გამძლეობა და სიმშვიდის შენარჩუნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ სამხედრო შტაბში ყოფნისას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სპეცსამსახურებმა „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლეს. ამის საპასუხოდ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმარტულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top