რა კავშირი აქვს თემქაზე მომხდარ მკვლელობასთან ემზარ კვიციანის ძმისშვილს და ვინ არის მოკლული ახალგაზრდა

ეს პერსონა

პარლამენტის დეპუტატის, ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის მამაკაცი მისი ძმისშვილის მეგობარია. ტელეკომპანია "მთავარის" ინფორმაციით, მოკლული და კვიციანი ერთ მანქანაში ისხდნენ. ცხადაძე კი ჩაცხრილული დღეს დილით იპოვეს. მოკლულის ახლობლები სასტიკ მკვლელობასთან, ბექა კვიციანის კავშირს არ გამორიცხავენ. რასაც არ ადასტურებს თავად ემზარ კვიციანი. მისი თქმით, ოჯახს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მის ძმისშვილს, ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ მოკლულია 36 წლის ნოდარ ცხადაძე, რომელსაც 12 ტყვია აქვს მოხვედრილი. რაც შეეხება დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილს, ბექა კვიციანს, მას ამ დრომდე ეძებენ.

გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

0
0
1
3
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top