საფრანგეთის პოლიციამ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების დემონსტრაცია დაარბია

ეს პერსონა

საფრანგეთის სპეცდანიშნულების პოლიციამ კატალონიის დამოუკიდებლობის ასობით მომხრე დაარბია. დემონსტრაციის  მონაწილეებს ესპანეთი-საფრანგეთის მთავარი დამაკავშირებელი გზა, AP-7 ავტომაგისტრალი 24 საათის განმავლობაში ჰგქონდათ გადაკეტილი.
ლა ჰონქერასთან მდებარე საზღვარზე ფრანგულმა პოლიციამ აიძულა პროტესტის მონაწილეებს , გადასულიყვნენ ესპანეთის მხარეს.
პროტესტის გამო სატრანსპორტო მოძრაობა პატარა გზებზე გადაანაწილეს.
ესპანეთში მასშტაბური დემონსტრაციები 14 ოქტომბერს დაიწყო. ათასობით ადამიანი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს ამბოხის წაქეზებაში დასდო ბრალი და 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top