საბურთალოზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 18 წლის მგზავრი გარდაიცვალა

ეს პერსონა

საბურთალოზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 18 წლის მგზავრი გარდაიცვალა.  ლ. ჟ. თბილისის რეგიონულ ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უტარდება.

ცნობისთვის, საბურთალოს სასაფლაოსთან კერძო მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის  შედეგად  მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top