ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ

ეს პერსონა

თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა, რომ  სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი და სოციალური პირობები ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისი ვალია სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას, რის გამოც უწყება ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.

„მე რამდენიმე ყაზარმა მოვიარე, გეტყვით, რომ იმ პირობებს რაც დამხვდა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ იმსახურებენ. არ არის დამაკმაყოფილებელი ფორმის ხარისხი. ფორმა, ფეხსაცმელი და პირადი აღჭურვილობა ჯარისკაცისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამ პრობლემების გათვალისწინებით, ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი ანალიზი და ბიუჯეტი, შესაბამისად, დავგეგმეთ. არსებული სახსრების რაციონალურად გადანაწილება მოვახდინეთ. ჩემი გადაწყვეტილებით ყველა საცხოვრებელი ყაზარმა, დაახლოებით 200-მდე ყაზარმა 2020 წელს იქნება სრულად გარემონტებული ჩვენი ძალებით, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო კომპანიის მიერ. ამის გაკეთებას ვაპირებ უშუალოდ სამხედროების ჩართულობით, მათი ზედამხედველობით, ბრიგადის მეთაურების ჩართულობით. ეს ბევრად უფრო გაამარტივებს ამ პროცესს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top