თბილისიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით ფრენები დროებით უქმდება

ეს პერსონა

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენებს დროებით გააუქმებს, ან სიხშირეებს შეამცირებს.

ქალაქებს შორის, საითკენაც დროებით ფრენები შეჩერდება, არიან: ბარსელონა, ლონდონი, ბრიუსელი და ევროპის სხვა მსხვილი ქალაქები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Georgian Airways-გან მათ სააგენტოში შევიდა შეტყობინებები რამდენიმე მიმართულებით და პერიოდულობით ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

თბილისიბარსელონა – ფრენები უქმდება 20.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 12.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისიბოლონია – ფრენები უქმდება 08.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 10.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისიბრიუსელი – ფრენები უქმდება 21.11.2019-დან 12.12.2019-მდე და 16.01.2020-დან 05.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისიპრაღა – ფრენები უქმდება 19.11.2019-დან 10.12.2019-მდე;

თბილისილონდონი – ფრენები უქმდება 23.11.2019-დან 07.12.2019-მდე და 15.01.2020-დან 11.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისიბერლინი – ფრენები უქმდება 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 17.01.2020-დან 06.03.2020-მდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ 1 სიხშირით;

თბილისიკიევი – 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უქმდება ყოველი ოთხშაბათი დღე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით.

წყარო: Fortuna
0
0
5
3
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top