"დამაკავეს იმის გამო, რომ აშშ-ში ესპანურად ვსაუბრობდი " - შემთხვევა 2018 წელს მოხდა

ეს პერსონა

ესპანელი წარმოშობის ანა სუდა და მისი მეგობარი, პოლიციამ აშშ-ს შტატ მონტანაში მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ ესპანურად საუბრობდა.

შემთხვევა 2018 წელს მოხდა, ვიდეო კი რომელიც გავრცელდა ვირუსული გახდა. კადრებზე ასახულია ფაქტი, თუ როგორ აჩერებს პოლიცია მოქალაქეს. გაჩერების მიზეზად ესპანურად საუბარს ასახელებს, რაც, მისი თქმით, ლეგალურია თუმცა  "საკმაოდ უჩვეულო". 

"დამაკავეს იმის გამო, რომ აშშ-ში ესპანურად ვსაუბრობდი " - ამბობს ანა სუდა.

აღნიშნულ შემთხვევაზე, BBC-ს საინფორმაციო სააგენტომ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, სადაც აჩვენეს თუ როგორია ესპანური ენისა და ლათინოამერიკელი ხალხის ძალა დონალდ ტრამპის ეპოქაში. 

ანა სუდა მონტანაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც წარმოშობით ამერიკელია.  სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობას, თუმცა ქალსა და მის შვილს დროებით შტატიდან წასვლა მოუწიათ.

 

 

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top