Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯამალ ჰაშაღის მკვლელობას შეცდომა უწოდა

ეს პერსონა

საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა ჯერ კიდევ გამოძიებული არ არის. ამ საკითხზე საუბარს განაგრძობენ. ერთ-ერთი მათგანია, Uber-ის აღმასრულებელი დირექტორი, დარა ხოსროვშაჰი. რამდენიმე დღის წინ, Axios-სთან ინტერვიუს დროს მკვლელობას "შეცდომა" უწოდა, რის შემდეგაც,  Uber -ის კომპანია სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს და ბოიკოტისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.

აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტის დაღუპვა ქვეითად მოსიარულე ელეინ ჰერცბერგის სიკვდილს შეადარა, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე Uber-ის უპილოტო ავტომანქანამ არიზონის შტატში იმსხვერპლა.

"ხალხი შეცდომებს უშვებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვერასოდეს აპატიებენ", - თქვა ხოსროვშაჰიმ.

CBS -ის ინფორმაციით, მისმა ამ შეფასებამ სოციალურ ქსელში კრიტიკა გამოიწვია და გაჩნდა ჰეშთეგი #BoycottUber. 

 

ინტერვიუს მომდევნო დღეს ხოსროვშაჰიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ჰაშაღის მკვლელობას გამართლება არ აქვს "და ის არ უნდა დავივიწყოთ". Axios-ის ჟურნალისტმაც თქვა, რომ ხოსროვშაჰიმ გამოცემაში დარეკა და მოიბოდიშა "იმ სიტყვებისთვის, რომლებიც თქვა".

 

ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. მოკლული ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top