ჟურნალ The Financial Times ისტორიაში პირველად ქალი რედაქტორი ეყოლება

ეს პერსონა

საქმიან ჟურნალს The Financial Times 131 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველად ქალი მთავარი რედაქტორი ეყოლება. ლიბანელი რულა ხალაფი, ძველ რედაქტორ ლაიონელა ბარბერას შეცვლის, რომელმაც გაზეთში 34 წელი იმუშავა, აქედან 14 მთავარი რედაქტორის პოსტზე გაატარა. წასვლის მიზეზებზე მას არ უსაუბრია.

ხალაფი მუშაობას 2020 წლის იანვარში შეუდგება, როცა ბარბერი პოსტს დატოვებს. ,

„ჩემთვის უდიდესი პატივია, გავხდე მსოფლიოში საუკეთესო საინფორმაციო ორგანიზაცია FT-ის რედაქტორი“. - განაცხადა ხალაფმა.

გამომცემლობის ინფორმაციით, ხალაფის ერთ-ერთი ძალისხმევა ქალი აუდიტორიის გაზრდაზე იქნება მიმართული. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top