უკრაინაში, პრეზიდენტის აპარატის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი დააკავეს

ეს პერსონა

უკრაინაში, პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთ მთავარ დეპარტამენტის დირექტორი დააკავეს. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. 

როგორც შემდეგ აღინიშნა, დაკავებული სვეტლანა კონდზელაა, რომელმაც ქრთამის სახით 150 000 დოლარი აიღო.

კონდზელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისში საჯარო ინფორმაციასთან წვდომის უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

კერძოდ, გამოძიების მიხედვით, სევეტლანა კონდზელამ უკრაინის სახელმწიფო ნავთობკომპანიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დანიშვნის სანაცვლოდ 150 000 დოლარი მოითხოვა.

მასთან ერთად, დაკავებულები არიან უკრაინის კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც.

აღსანიშნავია, რომ სვეტლანა კონდზელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობდა.


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top