თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული მოხატული სახეობის ლეკვები დაიბადნენ

ეს პერსონა

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ. ზოოპარკის თანამშრომლების ინფორმაციით, ამგვარი ჯიშის რამდენიმე ლეკვი დაიბადა, თუმცა რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგან დედას პატარები ბუნაგში ჰყავს შემალული და ახლოს არავის უშვებს. თანამშრომლებმა მხოლოდ ორი მათგანის დაფიქსირება შეძლეს.

„რომ იმშობიარა დედამისმა, ვიცოდით, მაგრამ რამდენი გააჩინა, ან რა სქესის, დღემდე ვერ გავარკვიეთ. ბუნაგში ჰყავს პატარები შემალული და ახლოს არავის აჭაჭანებს. ჩვენც არ ვურღვევთ მყუდროებას, არ ვანერვიულებთ, პალატაში არ ვეჭრებით, არიქა, ბავშვები დაგვანახეო და საშუალებას ვაძლევთ, თვითონ გადაწყვიტოს, როდის წარუდგინოს სამყაროს ნაშიერები." - აღნიშნულია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფრიკული მოხატული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და პარკის ცნობით,  პირველ რიგში, ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს ამბავი. მეორე ის, რომ ზოოპარკებში, სადაც მათი გადარჩენის პროგრამები ხორციელდება, ადვილად ვერ მრავლდებიან, რაც თბილისის ზოოპარკმა შეძლო.

 

4
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top