ბოლივიაში ოპოზიციონერმა სენატორმა თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა

ეს პერსონა

ბოლივიაში ოპოზიციონერმა სენატორმა და პარლამენტის მეორე ვიცე-სპიკერმა ჟანინ ანიესმა საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის პარტიის წევრებმა სესიას ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან , მათი აზრით, ანიესის დასანიშნად საკმარისი კვორუმი არ იყო.
ანიესი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქვეყანას და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
ბოლივიაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.
ცნობისთვის, ქვეყნის ყოფილი მმართველი ევო მორალესი 11 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა. მექსიკამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
მორალესის გადადგომას წინ უძღოდა ანტისამთავრობო გამოსვლები. მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვით, ევო მორალესმა გაიმარჯვა. ოპოზიციის მტკიცებით, არჩევნები გაყალბებული იყო.
 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top