სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართულის მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის მიერ  სახალხო დამცველზე ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის,  სანდრო ბრეგაძე "ქართული მარშის"   წევრებთან ერთად ლომჯარიას ოფისში 12 ნოემბერს მივიდა და მოითხოვა, რომ სახალხო დამცველს შეესწავლა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბავშვების მონაწილეობის საკითხი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top