დიმიტრი ხუნდაძე: მე ვაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანას საფრთხეები ავაცილოთ... ვემზადებით ჩასაგდებად

ეს პერსონა

მე ვაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იმ დეპუტატების რაოდენობა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, გაცილებით მეტია და ეს შედეგი პარლამენტში გამოჩნდება.

"მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ.  მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, მოხდება პარლამენტში. მე ვაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს იმაზე ბევრი, ვიდრე არის დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ. ვემზადებით ჩასაგდებად,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top