"პირზე ხელი ამაფარა...შემდეგ ტყეში წამიყვანა" - ნათესავმა ბიჭმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა

ეს პერსონა

შიდა ქართლში არასრულწლოვანი ყვება, რომ მასზე თანასოფლელმა ნათესავმა ბიჭმა სექსუალურად იძალადა. ბიჭი მას თავს ღამე დაესხა და იარაღის მუქარით რამდენჯერმე გააუპატიურა.

ბავშვი ყვება, რომ მეზობელმა მასზე ჯერ სახლში, შემდეგ კი ტყეში იძალადა:

"„ხმა არ ამოიღოო, თორე ადგილზე მოგკლავო, პირზე ხელი ამაფარა და ოთახში წამიყვანა, შემდეგ ტყეში წამიყვანა..." - ამბობს არასრულწლოვანი.

შემთხვევის შემდეგ ის ორი თვე დუმდა. როგორც თავად ამბობს ფაქტის გახმაურების შემთხვევაში მოძალადე მოკვლით დაემუქრა. მომხდარის შემდეგ ბავშვმა მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც მოძალადე მამაკაცი ქურდობისთვის დააკავეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა მართლაც გააუპატიურეს, თუმცა ბიჭის კვალი, რომ ნამდვილად მან გააუპატიურა, ვერ დაადგინეს. 

იხილეთ ვიდეო:

 

0
0
0
3
7
კომენტარები
ეს პერსონა
Top