ვენეცია იძირება - ქალაქის მერი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს

ეს პერსონა

ვენეცია თავის ისტორიაში მეორე უძლიერესმა მოქცევამ წყლით დაფარა.  შექმნილ ვითარებას ქალაქის მერი, ლუიჯი ბრუნარო „დრამატულს“ უწოდებს. ის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს.

 

„ვთხოვთ მთავრობას, დაგვეხმაროს. ძალიან დიდი ხარჯი იქნება. ეს კლიმატური ცვლილების შედეგია“, - წერს ვენეციის მერი ტვიტერზე.

1200 წლის განმავლობაში ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა წმინდა მარკის ბაზილიკა დაიტბორა, ხოლო წმინდა მარკის მოედანი 1 მეტრით წყლით დაიფარა. წყლის ქვეშ ქალაქის უამრავი ქუჩა და მოედანი აღმოჩნდა.

წყლის უძლიერესმა მოქცევამ სიმაღლეში 187 სანტიმეტრს მიაღწია, რაც ოდნავ ჩამორჩება 1966 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს ( 194 სანტიმეტრს).

 

 

ტეგები:
5
2
111
207
7
კომენტარები
ეს პერსონა
Top