რევაზ არველაძე: ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც სხვა დეპუტატები მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს 

ეს პერსონა

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრმა, რევაზ არველაძემ განაცხადა, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს. 

"ბატონი ბიძინა, ისევე როგორც სხვა დეპუტატები ჩემი ჩათვლით, პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ პროპორციულს უნდა დავუჭიროთ მხარი. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინც ჩათვლის, რომ ამით მისი უფლებები შეილახა და ამ გუნდში არ უნდა, დატოვებს მანდატს,"-  განაცხადა რევაზ არველაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top